მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ დიფუზური ჩიყვი ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადიდებული ჯირკვალი ერთგვაროვანია.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გეგმიურ კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს.
ჩვენი კლინიკის „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს.
კონსულტაციის შემდეგ, მისგან მიიღებთ სათანადო დოკუმენტებს, ფორმა 100 და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გთხოვთ ამიხსნად მეკუთვნის რამე შეღავათი ვარ სოცდაუცველი მარტოხელა დედა. ჯან,მრთელობის მხრივ მაქ ჩიყვი დიფუზური.მინდა ჩავიტარო ოპერაცია ვის მივმართო.
პასუხი: