ვიზიტი მამოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ვარ 37 წლის. მენსტრუაციული ციკლის პირველ ფაზაში ჩავიტარე სარძევე ჯირკვლების კვლევა და შედეგი ასეთია: აღწერილობა: კანის სისქე - არ აღემატება 2 მმ-ს. კონტური - დეფორმაციის გარეშე. კანქვეშა ცხიმი - ზომიერად გამოხატული. პარენქიმის ექოსტრუქტურა - დიფუზურად არაერთგვაროვანი. ფიბროზული/ ჯირკვლოვანი ქსოვილით წარმოდგენილი. კუპერის იოგები - რადიალურად სწორხაზოვანი. სარძევე სადინარები- არ არის დილატირებული. ლიმური გზები - არ ვიზუალიზდება. კეროვანი დაზიანებები- მარჯვენა ძუძუ - დვრილის უკანა სივრცეში ისახება ცისტა ზომით 4 მმ, მარცხნა ძუძუ - ზედა შიდა კვადრატში დვრილთან ახლოს, უკანა ფასციასთან ისახება ჰიპოექოგენური სუსტად კონტურირებული კვანძი ზომით 7X6მმ, სუსტი ვასკულარიზაციით. რეგიონალური ზონები - ორივე იღლიის ფოსო თავისუალი. თუ შეიძლება მითხრათ რა მდგომარეობა მაქვს და რამდენად საშიშია ესეთი შედეგი? რა სახის მკურნალობის ჩატარებაა აუცილებელი? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
სარძევე ჯირკვალში სიმაგრის აღმოჩენისთანავე ყველაზე უარესს წარმოვიდგენთ ხოლმე. არადა ცნობილია, რომ სარძევე ჯირკვლის ათიდან შვიდი წარმონაქმნი უწყინარია. მათგან ყველაზე მეტად ფიბროადენომაა გავრცელებული. შედარებით იშვიათია ფიბროლიპომა, ლიპომა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეები. სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.
სარძევე ჯირკვლის ფიბროზი ნაწიბურისმაგვარი წარმონაქმნია, ცისტა კი – სითხით სავსე მრგვალი ან ოვალური მოძრავი ტომარა. ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს. ისინი უმეტესად 20-დან 45 წლამდე იჩენს თავს, თუმცა არც სხვა ასაკშია გამორიცხული. ძალიან იშვიათია მენოპაუზის შემდეგ, თუ ქალი ესტროგენებს არ იღებს. არსებობს მიკროცისტებიც, რომლებსაც მხოლოდ მიკროსკოპით თუ შევამჩნევთ. სითხის მატებისას ისინი მაკროცისტებად გარდაიქმნება. ზოგჯერ ცისტა იმხელა იზრდება, რომ ხელით მოსინჯვის დროსაც შევიგრძნობთ.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, დისტანციურად განსაზღვრა არაკორექტულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი–მამოლოგი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა