ვიზიტი ჰემატოლოგთან

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ დაახელებული ჩალურჯებები კანქვეშა სისხლჩაქცევებია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროტრავმებით,ან უკავშირდებოდეს სისხლძარღვთა კაპილარების მომატებულ განვლადობას, რომლის მიზეზი კი მრავალნაირია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი დაავადებების გამორიცხვა, რომელიც დაკავშირებულია სერიოზულ სომატურ დაავადებებთან.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისიხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია.აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.
ჰემატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის მიზნით და დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა