კოჭის ტკივილი

კითხვა: ადრე გაკეთებული მქონდა ხერხემლის ოპერაცია კისრის მალების ფეხს კარგად ვერ ვდგამ ძალა მჭირდება გადასდგმელად ახლა კი კოჭში დამეწყო ძლიერი ტკვილები ვის უნდა მივმართო და თქვენი აზრით რისი ბრალი იქნება
პასუხი:

მოგესალმებით! კოჭი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, კოჭი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. კოჭის ტკივილი შესაძლოა მის შიდა მხარეს, გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივ ვრცელდებოდეს. ეს მყესი ქვედა კიდურის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან. კოჭის მსუბუქი ტკივილი ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება. კოჭის ძლიერი ტკივილი ექიმის ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრავმის შემთხვევაში. კოჭის ნებისმიერი ძვლის, კუნთის, იოგის ან მყესის დაზიანება იწვევს მის ტკივილს. ძალიან ხშირი მიზეზი ძლიერი დაჭიმვაა, როცა კოჭის სახსარი ზედმეტად გადაიხრება ან ფეხი გადაბრუნდება. ასეთ ტრავმას შესაძლოა კოჭის მყესების დაჭიმვა და გახევაც კი მოყვეს. ეს დაზიანება შესაძლოა სპორტული აქტივობების დროს მოხდეს, ან ჩვეულებრივ, უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას. ტკივილის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

1. აქილევსის ტენდინიტი 2. ძვლოვანი გამონაზარდი 3. ოსტეოართრიტი 4. რეაქტიული ართრიტი 5. რევმატოიდული ართრიტი 6. სეპტიური ართრიტი 7. ღრძობა 8. ძვლის ფრაგმენტისებრი მოტეხილობა

თუ გაქვთ ტკივილი, რომელიც არ რჩება რამდენიმე კვირა და ასევე შეშუპება, რომელიც არ რჩება 2–5 დღის შემდეგ , უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,როგორც ჩანს,ძირითადი დაავადების ,ანუ ხერხემლის პათოლოგიის გამო კიდურის ფუნქციის მოშლის გამო გიხდებოდათ მისი გამოყენება და ზოგჯერ უხერხული და არაბუნებრივი მოძრაობის შესრულება,რასაც შეეძლო გამოეწვია კოჭ–წვივის იოგის დაჭიმულობა/ღრძობა ან კიდევ უფრო მძიმე დაზიანება .
გირჩევთ მობრძანდეთ , ტრავმატოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ჩაგიტარებთ საჭირო–კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. შესაძლოა ასევე საჭირო გახდეს ნეიროქირურგთან კონსულტაციის გავლა. გაცნობებთ, რომ ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა