ფარისებური ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი მცირე ზომის, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა.ფარისებური ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს.ფარისებური ჯირკვლის ფუნქციას არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული სხვა ენდოკრინული ჯირკვალი - ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კლინიკური ნიშნებით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სიმპტომები ზოგადად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჰორმონების სიჭარბით არის განპირობებული, მეორე კი, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. მოდით, განვიხილოთ ორივე მათგანი.
თირეოტოქსიკოზის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, პაციენტს აღენიშნება:
– წონის ერთი შეხედვით უმიზეზო კლება, ზოგჯერ – გაძლიერებული მადის ფონზეც კი; – მომატებული აგზნებადობა, ემოციურობა, ცვალებადი ხასიათი; – ჭარბი ოფლიანობა; – გულის ფრიალი; – ნაწლავთა გახშირებული მოქმედება; – ხელის თითების კანკალი (ტრემორი) და ა. შ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის დროს აღინიშნება:
– დეპრესია, მოდუნება, ადინამია;
– წონის აუხსნელი მატება;
– ყაბზობა;
– თმის ცვენა;
– კანის სიმშრალე.
ზოგჯერ ჩივილები მხოლოდ ნევროლოგიური (ემოციური ლაბილურობა, დეპრესია და ა.შ.) ან კარდიული (არითმიები, ექსტრასისტოლიები და ა.შ.) ხასიათისაა, ამიტომ საკმაოდ ხშირად ხდება საჭირო, პაციენტს ერთობლივად უმკურნალოს რამდენიმე სპეციალობის ექიმმა.
თქვენ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ენდოკრინოლოგს,რომელიც სწორი ანამნეზის შეკრების საფუძველზე მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენ კლინიკას. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ვარ 28 წლის ,განვიცდი ძილის უკმარისობას ,სულ მეძინება, არაფრის ძალა არ მაქვს,მაწუხებს წნევა, თავბრუსხვევა და ნერვოზული ალერგია,რა კვლევა უნდა ჩავიტარო? რა სპეციალობის ექიმთან მჭირდება კონსულტაცია?
პასუხი: