მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგცემთ, მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია.
37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება.
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, უნდა , მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს, ინფექციონისტს (რომ გამოირიცხოს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, Epstein-barr virus რომელიც, ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება, იგი ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს, ხომ არ ისინჯება საზარდულის, იღლიის და ლავიწის არეში ლიმფური კვანძები გადიდებული, აუცილებელი არაა მტკივნეული იყოს) იმუნიტეტის დაქვეითების გამოვლენა შეუძლია იმუნოლოგს.
სხეულის ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა.
აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი.
თუ რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ, ამას თავად ექიმი სპეციალისტი გეტყვით.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით მყავს 14 წლის ბიჭი. სამი თვეა აღენიშნება ტემპერატურა 37, 37.5 სისხლის და შარდის საერთო ანალიზები, რენტგენული, ექოსკოპიური კვლევა, ც რეატიული, რევმატიული ანალიზები, გამოკვლევები ჩიყვზე. ეს ყველაფერი ჩატარებული აქვს და ყველაფერი ნორმის ფარგლებში აქვს. რამდენად შესაძლებელია ეს ტემპერატურა იყოს ასაკობრივი. გმადლობთ.
პასუხი: