ვიზიტი გასტროენტეროლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ერთ თვეზე მეტია მაწუხებს კუჭი მაქვს სიმძიმე და მუცლის ხშირი ყურყუმი, მიზეზი რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი წერილიდან და ჩივილებიდან გამომდინარე აშკარაა ,რომ გაქვთ გარკვეული პრობლემები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში , რომელსაც ახლავს ჭარბია აირების დაგროვება და მუცლის შებერვა .

აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს.

ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

● ქრონიკული პანკრეატიტი;

● გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

● ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა;

● დისბაქტერიოზი;

● ლაქტოზის აუტანლობა;

●  ნაწლავის გაუვალობა.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს ჭარბი რაოდენობით გაზიანი სასმელების მიღება. ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში აირების წარმოქმნას იწვევს. მაგ: ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა.

გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან. ჩაიტაროთ გასტროსკოპია. რათა დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის მეთოდი.  შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს ფასდაკლება აღნიშნულ კვლევაზე, რომელიც  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა