მოგესალმებით,
ზოგადად ედს (როე რუსული სიტყვაა) ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს და მისი მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, თუმცა ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად.
ედს-ის მომატება აღინიშნება ანთებითი პროცესებისას: ჩირქოვანი პროცესები, აბსცესი, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი პროცესი (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, პიელიტი, პნევმონიები და სხვა), ბაქტერიული ინფექციები, ზოგჯერ ალერგიული მდგომარეობისას.
ასევე, ხშირად მაღალი ედს-ით მიმდინარეობს ნევროზი.
ძალიან ხშირად მაღალი ედს-ის მიზეზის დადგენა რთულდება, რადგან პაციენტებს ჩივილები არა აქვთ, ისევე როგორც თქვენ.
ასეთ დროს, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ფარული ჩირქოვანი პროცესის კერები (ტონზილიტი, სინუსიტი, ფლებიტი, ადნექსიტი და სხვა).
პრევენციის მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ჰემატოლოგთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ფარული პათოლოგიური პროცესები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთე და " როე" მაქვს 25 მაინტერესებს რომელ ექიმს მივმართო, არაფერი არ მაწუხებს, არც გაციებული ვყოფილვარ
პასუხი: