დიარეა ჩვილებში

კითხვა: მოგესალმებით. მყავს 3 თვის და 9 დღის პატარა კუჭში გადის ძალიან თხლად მეორე დღეა. მანამდე 3-4 დღეში ერთხელ გაზგამყვანით გაგვყავდა . გუშინ მივეცი ვაშლის წვენი ცოტახანში გავიდა გარეთ ჩვეულებრივ შემდეგ კი თხლად. ღრძილებიც დაბერილი აქ . 18- ში გაუკეთდა აცრა და შეიძლება მას დავაბრალოთ? მივცე ლინექსი თუ დაველოდო ჯერ ? ბუნებრივ კვებაზეა . მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ახალშობილთათვის დიარეად ითვლება, როცა ნაწლავთა მოქმედება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით გახშირებულია. შეიძლება თქვენს ბავშვს 2-ჯერ უფრო ხშირად ჰქონდეს დეფეკაცია, ვიდრე მას ეს ჩვეულებრივ აქვს. ბავშებში ნორმალური განავლოვანი მასა შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი. ასევე შეიძლება შეიცავდეს მცირე ზომის ფორმირებულ განავლოვან მარცვლებსაც.
კბილების ამოჭრა მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემური პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში, ამ პერიოდში პატარებს დიარეაც კი ეწყებათ ხოლმე, ამის მიზეზი კი , ნერწყვის ჭარბი გამოყოფაა. ამ პერიოდში, ნაწლავური პერისტალტიკაც იცვლება, ამგვარი კუჭის აშლილობა გრძელდება 1-2 დღე, , თუ დიარეა გრძელდება 72 საათზე დიდხანს, აუცილებლად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, აცრის შემდგომ გართულებებსაც, ამიტომ, უმჯობესია მიმართოთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა