ოსტეოსინთეზი

კითხვა: გამარჯობა.მყავს 24 წლის გოგონა,მინდა მისთვის ქვედა კიდურების დაგრძელება სიმაღლეში მომატების მიზნით,გთხოვთ გამიწიოთ კონსულტაცია,რა და როგორ ხდება,პოსტოპერაციული პერიოდი,რეაბილიტაცია,და რამდენად გარანტირებულია ეს მეთოდი.ან რამე რისკთან ხომ არ არის დაკავშირებული?უღრმესი მადლობა წინასწარ..
პასუხი:

მოგესალებით!
ზოგადად ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად კოსმეტიკური თვალსაზრისითაც კეთდება, ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიმაღლეში ზრდის მიზნით, თუმცა ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება ტარდება სამედიცინო ჩვენებით მაშინ, როცა პაციენტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი, ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელიმე ფრაგმენტის დაგრძელება.
ქირურგიული ჩარევა ხდება ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით.
რაც შეეხება თქვენს შემთხვევას , ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, ასეთი ტიპის ოპერაციები არ ტარდება და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა