მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
საკვერცხის პოლიკისტოზი იზოლირებული დაავადება კი არ არის, არამედ რიგი ჰორმონული დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
● ჰიპერპროლაქტინემია;
● ინსულინორეზისტენტობა;
● თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია;
დაავადება შეიძლება განვითარდეს სტრესული სიტუაციების მოქმედებითაც (ფსიქიკური ტრავმები, სქესობრივი ცხოვრების დაწყება, აბორტი და სხვა.
რაც შეეხება იღლიის არეში ტკივილს, მისი ყველაზე ხშირი მიზეზი გადიდებული ლიმფური კვანძი და მისი ანთებაა.
ლიმფური კვანძები, ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრაზე განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.
როგორც თავადაც აღნიშნეთ, დისტანციურად, უშუალო ვიზიტისა და გამოკვლევის გარეშე, ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.
ვიმედოვნებთ, რომ საშიში არაფერია, რაკი არ აღწერთ დვრილიდან გამონადენს, ცალი ძუძუს შეწითლებას და ა.შ პათოლოგიებს.
აუცილებელია დროულად დაიწყოთ მკურნალობა შესაბამის სპეციალისტებთან: ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი.
გვაქვს შესამაბისი აქციებიც, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
● ფარისებრი ჯირკვლის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
● მამოლოგთან კონსულტაცია და სკრინინგი ყველაზე მიზერულ ფასად: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-
● უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
დამატებითი ინფორმაცისაათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !