მოგესალმებით,
კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.
თუმცა, კუჭის წყლულების დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, როგორებიცაა მოუნელებლობა (დისპეპსია), გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.
კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით. შედეგად კი კუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას.
ჩვენთვის უცნობია რა მკურნალობა გაქვთ ჩატარებული და შესაბამისად არ ვიცით რამდენად სრულფასოვანი იყო ის. მაგალითა, იყო თუ არა გათვალისწინებული წყლულის წარმოშობის ყველა მიზეზი ?
კერძოდ , ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და ამის შემდგომ დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
რაც შეეხება ნაღველკენჭოვან დაავადებას, დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი ანთება და ნაღვლის ბუშტმა პერფორაცია განიცადოს. ამით არის საშიში მწვავე კალკულოზული ობტურაციული ქოლეცისტიტი, რომელიც ნაღველკენჭოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის სასურველი თვითმკურნალობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში, სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ვარ 16კვირის ორსული რამოდენიმეჯერ მქონდა შეტევა კუჭზე ,აღმომაჩნდა კუჭზე წყლული და ნაღველში სილა კრისტალები წამლებსაც ვსვავდი ერთი თვე მაგრამ კუჭის სიმძიმე ეხლაც მაწუხებს .მაინტერესებს რა შეიძლება გავაკეთო დროს რომ ცოტა მდგომარეობა შემიმსუბუქდეს.მადლბა წინასწარ
პასუხი: