
რა სიმპტომები შეიძლება იყოს ჰიპერპროლაქტინემიის მაჩვენებელი?
თუ გაწუხებთ:
- მხედველობის გაუარესება
- ხშირი თავის ტკივილები
- მოთენთილობა, დეპრესია ან ენერგიის ნაკლებობა
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევები (არარეგულარული, ხანგრძლივი ან სრულიად შეწყვეტილი ციკლი)
- გალაქტორეა (რძის გამოყოფა ძუძუდან ორსულობის ან ლაქტაციის გარეშე)
- უნაყოფობა
- ლიბიდოს დაქვეითება
- სქესობრივი დისფუნქცია
- გინეკომასტია (მკერდის გადიდება მამაკაცებში)
ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰიპერპროლაქტინემიასთან (პროლაქტინის დონის მომატებასთან).
რატომ არის საჭირო თავის ტვინის MRI კვლევა ჰიპერპროლაქტინემიის დროს?
ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზის დასადგენად აუცილებელია თავის ტვინის MRI კვლევა. კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ კვლევას გერმანული კომპანია Siemens-ის უახლეს, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ, ციფრულ 3 ტესლა MRI აპარატზე – Siemens Magnetom Vida 3T.
რა არის ჰიპერპროლაქტინემია?
ჰიპერპროლაქტინემია ენდოკრინული დაავადებაა, რომელიც პროლაქტინის ჭარბი გამოყოფის შედეგად ვითარდება.
პროლაქტინი გამომუშავდება ჰიპოფიზში – თავის ტვინის პატარა ჯირკვალში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების რეგულაციაში.
პროლაქტინის ძირითადი ფუნქციაა:
- ქალებში ლაქტაციის რეგულირება და რძის წარმოქმნა
- არაორსულ ქალებში მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება
- მამაკაცებში სპერმის წარმოქმნაში მონაწილეობა
როდის უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს?
თუ სისხლში მომატებულია პროლაქტინის დონე, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი. ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ თავის ტვინის მრტ კვლევას კონტრასტირებით
ეს კვლევა საშუალებას იძლევა:
- დადგინდეს, არის თუ არა ჰიპოფიზის დაზიანება
- გამოვლინდეს პროლაქტინომა (ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე)
რა იწვევს ჰიპერპროლაქტინემიას?
ჰიპერპროლაქტინემიის განვითარების ძირითადი მიზეზებია:
- ჰიპოფიზის პროლაქტინომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პროლაქტინს ჭარბად გამოიმუშავებს
- ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობას და პროლაქტინის მომატებას
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) – ენდოკრინული დარღვევა, რომელიც ზოგჯერ პროლაქტინის მატებას იწვევს
- ჰიპოთალამუსის დაავადებები – ჰიპოთალამუსი არეგულირებს პროლაქტინის სეკრეციას, ამიტომ მისი დაზიანება ან სიმსივნე შეიძლება ჰიპერპროლაქტინემიის გამომწვევი იყოს
რატომ უნდა ჩაიტაროთ კვლევა 3 ტესლა MRI აპარატზე?
Siemens Magnetom Vida 3T MRI გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:
- უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
- კვლევის ხანგრძლივობის 50-80%-ით შემცირება
- განიერი გვირაბი, რომელიც კომფორტულია ჭარბწონიანი პაციენტებისთვის
- აუდიო მხარდაჭერა – შესაძლებელია სასურველი მელოდიის მოსმენა
- ვიდეო მხარდაჭერა – შესაძლებელია სასურველი ვიდეოს ყურება
- მაქსიმალური კომფორტი კლაუსტროფობიის რისკის გარეშე – განათებისა და ვენტილაციის მაღალი დონე
როგორ ჩავეწეროთ MRI კვლევაზე?
კვლევა ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7 რეჟიმში.
დეტალური ინფორმაციისთვის და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვირეკეთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილილუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ