მოგესალმებით,
მარიხუნა ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ყველა კანაბინოიდი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში: ტვინში, ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედის მემბრანებში, რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს და ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება.
მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი.
მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ მან შეიძლება სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.
ძალიან მძიმე შემთხვევაში შეინიშნება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა, ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მარიხუანა თუ მოქმედებს მამაკაცის ჰორმონებზე?
პასუხი: