მოგესალმებით,
ენდომეტრიოზი - არის ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება.
ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე, რომელიც ფარავს კუნთოვან შრეს.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
რაც შეეხევა ჰისტეროსკოპიას, იგი წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.
ისევე, როგორც ლაპარასკოპიის დროს ტელე-ვიდეო აპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება. ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება როგორებიცაა: ენდომეტრიუმის პოლიპის ამოკვეთა, არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა, სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვა.
დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიისთვის გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია.
მიმოწერის რეჟიმში, ვერ გიპასუხებთ მკურნალობის რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის შესაბამისი.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა ობიექტურად და თავად ექიმი მოგაწვდით მკურნალობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დეტალურად.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ვარ 38 წლის.მაქვს ენდომეტრიუმის პოლიპოზი.13მმ და 7მმ.ჰისტეროსკოპია აუცილებელია თუ შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა? ან ჰისტეროსკოპია ზოგადი ნარკოზის გარეშე , ადგილობრივი გაუტკივარებით შეიძლება ჩატარდეს? გმადლობთ..
პასუხი: