ვიზიტი დერმატოლოგთან

კითხვა: ერთი წლის წინ მჟავაში გავრეცხე სარეცხი ,ხელის მტევანზე მაშინვე გამიჩნდა ვიტილიკოს მაგვარი ლაქა. რა შეიძლება ეს რომ იყოს დამწვარი , თუ ვიტილიკო. ან ვის უნდა მივმართო რო გათეთრებული ლაქა გავიქრო.
პასუხი:

მოგესალმებით, ქალბატონო რიტა,

ვიტილიგო ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.

დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ.

ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. თქვენ ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ და მოქმედებს თუ არა თქვენს თვითშეფასებაზე დაავადება.

აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან, რომელიც  შეაფასებს წარმონაქმნს და  განსაზღვრავს, რა ტიპისაა, ამის შემდეგ კი, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა