კითხვა: გამარჯობა , მაინეტრესებს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით როდესაც არის ადამიანი დავადებული რამდენად სწრაფად ვითარდება ? დახლოებით 1 წლის წინ დაეცა შემდეგ კოჭლობა დაეწყო თითქმის 8 თვე დამოუკიდებლად დადიოდა ახლაც შეუძლია გადადგილება თურაიმეს ეჭიდება (ჩემი ოჯახის წევრია ამით დაავადებული) ძალიან ბევრი რამ წავიკითხე და ძალიან მინდოდა რაიმე მეპოვა რითაც გულს დავიმშვიდებდი . ყველგან წერია რომ პირველად იწყება ქვედა კიდურების ატროფია შემდეგ მეტყველების დაქვეითება ყლაპვის გაძნელება მასაც ტერფები აქვს დასუსტებული თუ ოდნავ სწრაფად ლაპარაკობს ოდნავ ჩლიფინებს და ხანდახან ამბობს რომ წყლის გადაყლაპვა უჭირს. წამალზეც მაქვს ინფორმაცია რილუტეკზე რომელსაც სვავდა და თავი დაანება რადგან თვლის რომ უარესი დამართა და უფრო დაასუსტა . ამჯერად იტარებს ბიოდენებს . თქვენი აზრით ეს რაიმე შედეგზე გაგიყვანს? რადგან ამ ბიოდენების შემდეგ კუნთოვანი მასა აღსდგა მართალია გამაგრებული არარის მაგრამ ორი თვის წინ ჯოხივით ფეხები ქონდა ისეთი გამხადარი იყო ახლა შეივსო იმ ადგილებში სადაც კუნთოვანი მასაა. ბოდიშით მგონი ცოტა გაუგებრად დავწერე იმედია მიხვდებით. იქნებ რაიმე მიპასუხოთ რაც ოდნავ მაინც დამამშვიდებს
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია, მიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS) არის ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და ზემოქმედებს პაციენტის ფიზიკურ შესაძლებლობებზე.
უმეტეს შემთხვევებში ექიმები დაავადების მიზეზს ვერ ხსნიან. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება მემკვიდრეობითია.
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ხშირად იწყება კუნთის ოდნავი კრუნჩხვებით ან სისუსტით მკლავში და ფეხებში, ასევე სიტყვების გამოთქმის გართულებით. შემდგომ კი, ეს დაავადება პაციენტს აკარგვინებს კონტროლს კუნთებზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი მოძრაობს, ლაპარაკობს, იკვებება და სუნთქავს.
ALS--ის დროს კვდებიან ის ნერვული უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების ნორმალურ მოძრაობას, შესაბამისად კუნთები თანდათანობით სუსტდება და ქრება.
ძირითადად კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზე თუ დაავადების რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. გამოყოფენ 4 ძირითად ფორმას ესენია: ცერებრული, ბულბური, გულმკერდ-კისრის და გავა-კუდუსუნის.
ძირითადად მკურნალობა კონსერვატიულია, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა.
ამ ეტაპზე, პაციენტისათვის დანიშნული მკურნალობა, დიაგნოზის ადექვატურია, მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგ თეა შუბლაძესთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და თავად მოახსენებს მას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა