ხერხემლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ 28 წლის,მარჯვენა ფეხის ტკივლი მაწუხებს უკვე დიდი ხანია,დაახლოებით 4 წელია, სიმძიმეების აწევა მიწევდა,ძალიან დატვირთული ვიყავი ფიზიკურად,ბარძაყში მტკივა და ზოგჯერ მთლიან ფეხზე სიგრძეზეც მტკივა,2ჯერ ისე დამემართა რომ საერთოდ ფეხს ვერ ვადგამდი,ძალა არ მქონდა და მეკეცებოდა ვგრძნობდი ტკივილს მაგრამ ძალიან არა,ბოლო დროს ტკივილი დამეწყო მარცხენა ფეხზეც და მარჯვენა ფეხის დუნდულის მხარეზეც,უკან,მგონი საჯდომი ნერვია რასასც აღვწერ,ამ ადგილასაც ხანდახან სიგრძეზე მტკივა,ზოგადად ფეხები მტკივა ბარძაყებიდან და ხანდახან თითქოს დაბუჟების მსგავსი ტკივილები მაქვს,ადრე წელი მტკიოდა ხოლმე,დიდხანს სიარული რომ მიწევდა მაგრამ გამიარა,მხოლოდ იმ შემთხვევაში მტკივა თუ ერთ ადგილად გაუნძრევლად ვდგავარ,დაახლოებით ნახევარი საათის მერე მტკივდება და ხერხემალზე ბეჭებამდე ამდის ტკივილი და სუნთვქაც მიჭირს ამ დროს(ბოლო დროს დაბუჟება დამეწყო მარჯვენა ბეჭის დაბლა ),ამასთან ერთად თავიც მტკივა,არანაირი ტრავმა არ მაქვს მიღებული,მარჯვენა მხარეს კისერთან,ყურის უკან ოდნავ დაბლა,როგორც ანატომიიდან მახსოვს ამ ადგილას ნათხემია,ზუსტად ერთ ადგილას მ ტკივა, ისე უეცრად ამტკივდება ხოლმე და ისე ძლიერად რომ თითქმის გონების დაკარგვამდე მივდივარ,თითქოს თავი მივარდება მარჯვენა მხარეს,ეს სულ 4-6 წამი გრძელდება,ამ დროს ირგვლივ რა ხდება ვერ აღვიქვამ,ვგრძნობ რომ უფრო ძლიერი ტკივილი რომ მქონდეს გავითიშები,ზოგჯერ იგივე ადგილიდან შუბლამდე სიგრძეზე მტკივა,სხვა პრობლემებიც მაქვს,ზოგჯერ რომ დავიხრები გულის არეში ვგრძნობ ტკივილს,ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დაბლა რაღაცას ვაწვები ან ვეყუდები მკერდით,რამდენჯერმე ღამე ძილში გადამობრუნება მინდოდა და საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა გულის არეში,ისე რომ საერთოდ ვერ ვმოძრაობდი,თითქოს ლოდი მაწვებოდა გულზე,ამ დროს გაუნძრევლად ვწევარ და სანამ თვითონ არ გადამივლის ვერ ვინძრევი,კარდიოლოგთან ვიყავი ექოსკოპიაც გადავიღე და გულზე დარღვევები არ მაქვს,მითხრა ხერხემლიდან იქნებაო,და ეხლა ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე თუ გასაგებად ავხსენი იქნებ მითხრათ რა პრობლემაა თავზე და ფეხებზე და საიდან მოდის?
პასუხი:

 

მოგესალმებით, 

დისტანციურად ზუსტ დიაგნოზს ვერ დაგისვამთ, მაგრამ თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ თქვენს ჩივილებს იწვევს ხერხემლის პათოლოგია.

კისერსა და  კეფაში  ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო).

კისრის ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის დროს ფესვური ტკივილისას გარშემო მდებარე სახსრის ანთებითი გარსებით, ხერხემლის გადაადგილებული სტრუქტურებით ან დისკის თიაქრითა და პროტრუზიით ზეწოლილი ნერვი შეიძლება განიცდიდეს კომპრესიას ძლიერი ტკივილით ხელის გაყოლებაზე, კეფის არეში, საფეთქელში და ა.შ.

ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტებს ხშირად სტკივათ კისერი უკანა მხარეს, ასევე იმავდროულად აღენიშნებათ თავის ტკივილები კეფის მიდამოში. ზოგჯერ ეს ტკივილი შეიძლება გზადაგზა გადაეცეს ხელში და მივიდეს მხრიდან ხელის მტევნამდე თითების დაბუჟებით.

ზურგის ტვინის კისრის კომპრესიას ხშირად თან ახლავს პარესთეზიები ტერფებსა და მტევნებში.

ასევე, სპონდილოზს ხშირად ახლავს კუნთოვანი ტკივილი ნერვის გაყოლებაზე:

●ხელში ტკივილი;

●ფეხში ტკივილი;

●კისერში ტკივილი;

●ბეჭებშუა ტკივილი;

აღნიშნული პრობლემით უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარებთ კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევას.

გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან ვიზიტი უფასოა,

თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, აღნიშნულ კვლევაზეც გვაქვს ფასდაკლებები, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა