მოგესალმებით,
ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვის ძირითადი მიზეზია კუნთის ქსოვილში კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის ცვლის დარღვევა, რაც ვენებში სისხლის შეგუბებით არის განპირობებული.
თქვენს შემთხვევაში საჭიროა პირველ რიგში ანგიოლოგთან კონსულტაცია, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოსტიკისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენებაც. ასევე არ არის რეკომენდებული ხშირი კრუნჩხვის შემთხვევაში დიდი ოდენობით შაქრის მიღება. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მჯდომარე ცხოვრების წესმა, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვამ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს , ორშაბათს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ხშირად,ოდნავ უხერხულ მოძრაობაზე ან გადახრაზე.ბევრი სიცილის დროსაც კი მეკვანძება ძარღვი მუცლის ,ფეხების არეში.ღამე ძილის დროს.
პასუხი: