მოგესალმებით,
ფრიად სასიხარულოა თქვენი გადაწყვეტილება, გეთქვათ უარი ნარკოტიკულ საშუალებებზე. ვიმედოვნებთ, გამოჯანმრთელების პროცესში, მასთან დაკავშირებულ სირთულეებს ადგილი არ ექნება .
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ზოგადად, იმ შემთხვევაში, როდესაც ფერხდება ნაღვლის ნორმალური გამოყოფა, რის შედეგადაც მისი საკმარისი რაოდენობა არ ხვდება ნაწლავებში, განავალი ხდება თეთრი.
ნაღვლის გამოყოფა შეიძლება დაირღვეს მექანიკური ან პარენქიმული მიზეზებით ,კერძოდ შესაძლოა ეს იყოს კენჭები სადინარში,სხვადასხვა სიმსივნური პროცესი, მწვავე ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლანგიტი, დისბაქტერიოზი .
მკურნალობა ინიშნება, გამომწვევი ფაქტორიდან გამომდინარე .
რაც შეეხება შარდვის დროს წვას,ეს დამოუკიდებელი პროცესია და საშარდე სისტემაში არსებულ პათოლოგიაზე – შარდკენჭოვან დაავადებაზე ,ან სისტემის ინფიცირებაზე ,ან ორივეზე ერთდროულად ,მიუთითებს .
თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია უროლოგის და ქირურგის კონსულტაციები . უროლოგი შეისწავლის და დაგინიშნავთ მკურნალობას შარდ–სასქესო სისტემაში დადგენილი პათოლოგიის მიმართულებით ,ხოლო ქირურგმა უნდა გამორიცხოს აქოლიის მექანიკური მიზეზები .ამის შემდეგ აუცილებელია მიაკითხოთ ექიმ–სპეციალისტს ,რომელიც ჰეპატიტის ხარისხს და სახეობას დააზუსტებს .ამ მიზნით უმჯობესია ჩაიტაროთ ჰეპატიტებზე სპეციალიზებული ინფექციონისტის კონსულტაცია .
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია 2015 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობს, ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა C ჰეპატიტის მართვის ცენტრთან ერთად, ასევე შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებშიც.
ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით, რომელიც გულისხმობს უფასო კონსულტაციებს უროლოგთან და ქირურგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს .
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა .ერთითვეა რაც ნარკოტიკს დავანებე თავი,ამის შემდეგ დამჩემდა კუჭის ტკივილები,განავალიც თეთრი ფერისა,მაქვს ც გეპატიტი.ასევა შარდის დროს მეწვის საშინლად.რას მირჩევთ
პასუხი: