კითხვა: გამარჯობა. მაქვს ალერგია. თავიდან ფეხებზე მქონდა ეხლა მუცელზე მაქვს. ბუშტუკები არ არის. უფრო კოღოს ნაკბენს გავს. მისივდება რაღაც ადგილები. სიცხეში უფრო რეაგირებს და მერე მექავება. რა გავაკეთო ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ამ სნეულებით იტანჯება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკურნალობის მეთოდები დღითი დღე იხვეწება, პაციენტების რაოდენობა არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც.
ალერგია სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც უმეტესად თან ახლავს ქავილი.
არანაკლებ გავრცელებული ფორმებია ანგიონევროზული შეშუპება, იგივე კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი.
ალერგიულ დაავადებათა გახშირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, შენობისშიდა და შენობისგარეთა ალერგენების (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების) აგრესიულობის მატება.
ალერგიის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია:

  • შალისა და ხელოვნური ქსოვილის სამოსი;
  • საპონი, სარეცხი საშუალებები;
  • სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
  • მტვერი და ქვიშა;
  • სიგარეტის კვამლი;
  • კვერცხი, არაქისი, რძე, თევზი, სოია, ხორბალი;
  • მტვრის ტკიპა, ხავსის სოკო, მცენარის მტვერი, კატისა და ძაღლის ქერტლი;
  • სტრესი;
  • კანის ბაქტერიული ინფექცია;
  • მშრალი კლიმატი;
  • კანის არასრულყოფილი დატენიანება;
  • ხანგრძლივი, მეტისმეტად ცხელი აბაზანა ან შხაპი.

კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზს უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. თუმცა, შესაძლოა, ეს არ აღმოჩნდეს ალერგია და იყოს კანის რაიმე ტიპის ან – პარაზიტული წარმოშობის დაავადება.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა არის გამომწვევი მიზეზი გირჩევთ, თავი შეიკავოთ დამოუკიდებელად მკურნალობისგან.
როცა დადგინდება მიზეზი, რაც ექიმის პრეროგატივაა, და დაინიშნება მკურნალობა, თავადაც შეატყობთ რომ შედეგი ( ქავილი და ა.შ) თავისით ალაგდება.
არასწორად შერჩეულმა პრეპარატმა, შესაძლოა გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა