ვიტილიგო

კითხვა: კიდევ ერთხელ გაწუხებთ,ძალიან გთხოვთ იქნებ არსებოდეს რამე ვიტილიგოს სამკურნალო საშვალება, ვიტიქსი,აბებიც და მაზიც ნაცადი მაქვს, მაგრამ უშედეგოდ.გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ვიტილიგო ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.
დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ.
ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. თქვენ ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ და მოქმედებს თუ არა თქვენს თვითშეფასებაზე დაავადება.
რთულია დაავადების პროგრესირების წინასწარ განსაზღვრა. ხანდახან ლაქების გაჩენას მკურნალობის გარეშე წყდება. უმეტეს შემთხვევაში დეპიგმენტაცია ვრცელდება და საბოლოოდ ვლინდება მთელ სხეულზე. იშვიათად, კანს უბრუნდება თავისი ფერი.
როგორც ჩანს ,თქვენ ნამყოფი ხართ დერმატოლოგთან და ასრულებთ მის დანიშნულებას ,შესაბამისად უპრიანია მკურნალობაში კორექცია ასევე მის მიერ იქნეს შეტანილი .საჭიროების შემთხვევაში ,განახორციელეთ ვიზიტი სხვა სპეციალისტთან .
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა