სპონდილოზი

კითხვა: თქვენთან გადავიღე ხერხემლის მრტ წელის ტკივილის გამო, დამიდგინეს სპონდილოზი, ჩავიტარე მკურნალობა, წელი აღარ მტკივა, მაგრამ ახლა ხერხემლის გულმკერდის და კისრის ნაწილი მაწუხებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, ხერხემალი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული მალებისაგან. ხერხემლის სვეტის კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილის მეზობელი მალების სხეულებს შორის მალთაშუა დისკოებია მოთავსებული, რომლებიც ამორტიზატორების როლს ასრულებს – მოძრაობის დროს მალებს შორის კონტაქტს არბილებს და მოძრაობას უმტკივნეულოს ხდის, მაგრამ ეს მანამ, სანამ ახალგაზრდები ვართ. ასაკში შესვლასთან ერთად, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი “ცვდება” და ადრინდელ მოქნილობას კარგავს. მოძრაობისას ძვალი ძვალს ეხება, რაც ტკივილს იწვევს, ზოგჯერ კი ხერხემლის მალების სხეულების ნაპირებზე ძვლოვანი წანაზარდები ვითარდება - ეს არის სპონდილოზი. ახალგაზდა ასაკში სპონდილოზის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, ცხოვრების პასიური წესი, პროფესია, რომელიც მოითხოვს მძიმე ტვირთის თრევას, ხშირ ჩამუხვლას და გადახრას, მალათაშუა დისკოს გაგლეჯა ან თიაქარი და სხვა. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრობლემა მწეველებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე არამწეველებს. სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში,შედარებით იშვიათად წელისა და კისრის ნაწილებში. ხშირად ხერხემლის ოსტეოქონდროზთან ერთად მიმდინარეობდეს. ქალბატონო იზა, რამდენი ხანია გასული დიაგნოზის დადგენიდან და მკურნალობის დასრულებიდან, როგორი ტკივილი გაქვთ, მკურნალობამდე რომ გქონდათ თუ უფრო მსუბუქი, ტკივილგამაყუჩებელს თუ ღებულობთ და თუ გემორჩილებათ ტკივილი?თქვენ ალბათ წელის მალების ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარეთ, შესაძლოა მსგავსი ცვლილებები გულმკერდის და კისრის მალებზეც იყოს გამოხატული, სპონდილოზთან ერთად,სავარაუდოდ სხვა ცვლილებებიც იქნება აღწერილი გამოკვლევის პასუხში. აუცილებლად გესაჭიროებათ სპეციალისტის განმეორებითი კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის ახლანდელ მდგომარეობას და ზუსტ პასუხს გაგცემთ თქვენს კითხვებზე. შესაძლოა დამატებითი კვლევა დაგჭირდეთ.მოგეხსენებათ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კვალიფიციური კადრებით, მოგვმართეთ აქციის ფარგლებში, ჩაიტარეთ საჭირო კონსულტაცია თუ გამოკვლევა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე !
აქციის ფარგლებში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით.

გამოაგზავნეთ შეკითხვა