მოგესალმებით,
თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი პათოლოგია უნდა გამოირიცხოს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში,ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ. ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.
სისხლძარღვების დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების, როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით.
პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდკალებას აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !