ვიზიტი ოფთალმოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით.ერთი წლის წინ თვალში სითეთრეზე რომ გავიხედავ შევნიშნე შავი წერტილი ერთი.ეხლა გაბევრდა.ხან მომატებულია ხან არა.თითქოს იმს წერტილებს კუდივით აბლაბუდას ქსელივით აქვს.ამასტან თუ დამეტვირტა თვალი.ან დიდხანს ვკითხულობ ან კომპიუტერს ვუყურებ მხედველობა მიორდება.მაგ. რამე საგანს გვერდით ხაზი რომ ჩამოვუსვათ.რისი ბრალია და რა გამოკვლევა უნდა გავიკეთო?ეს წერტილებიც რატომაა?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ასეთი "აბლაბუდას ქსელივით წერტილები" დაკავშირებულია მინისებრი სხეულის და ბადურა გარსის პათოლოგიურ ცვლილებებთან , ხოლო გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც მხოლოდ ასაკობრივი ,ასევე თვალისა და თავის ტრავმა , თვალის სისხლძარღვოვანი, ბადურა გარსისა და მინისებური სხეულის ანთებითი პროცესები.
ასევე გვხვდება ზოგიერთი სხვა დაავადების, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების დროს ,როგორიცაა : შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, სისხლძარღვების სხვადასხვა გენეზის დაავადებები (დაკავშირებულია სისხლძარღვების გამავლობის ცვლილებებთან ).
გარდა ამისა, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ მხედველობით დატვირთვასთან.
ერთეული ასეთი შემღვრევა მხედველობის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ინსტრუმენტული გამოკვლევები .
მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება ,ვინაიდან შესაძლებელია პათოლოგიურ სიმპტომთა სწრაფი პროგრესირება და მხედველობის დაქვეითება .
რაც უფრო სწრაფად მიმართავთ ექიმ – სპეციალისტს და ჩაიტარებთ ეფექტურ მკურნალობას , მით მეტია შანსი მხედველობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით .
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც სათანადო გამოკვლევების საფუძველზე დაადგენს დიაგნოზს და შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა