კითხვა: გამარჯობა, მადლობა იმისთვის რომ დასმულ შეკითხვაზე ლოდინის გარეშე დამიბრუნეთ პასუხი.ჩემი პრობლემიდან გამომდინარე მაინტერესებს ჟანგბადის ტაბლეტების მიღება თუ ესე ქვია ალბათ სამედიცინო ენაზე არ ვიცი მაგრამ ხშირად ესე ეძახიან დასაშვებია.ანუ კი ვიცი რომ ესე რაიმე მედიკამენტის მიღება არასწორია და თქვენც ვერ მეტყვით მაგას უბრალოდ რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგები აქვს ხოლმე ამ მედიკამენტს შეიძლება რო გამარკვიოთ.მადლობა.
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც თავად აღნიშნეთ, ნებისმიერი პრეპარატით თვითმკურნალობა დაუშვებელია, მინიმუმ – ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ხოლო მაქსიმუმ ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ზოგადად, ე.წ. "ჟანგბადის ტაბლეტების" უკუჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სეგმენტის დეპრესია, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილება – ძირითადად მისი დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ღებინება, კუჭის წვა და ა.შ.
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, პირველ რიგში, სასურველია, გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !