მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.
ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი, ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება.
დასაზუსტებელია, სიმაგრე მუდმივია თუ ციკლთან ერთად იჩენს თავს, გაქვთ თუ არა ამ დროს ტემპერატურა, ზოგადად მტკივნეულია თუ არა ? ამ და კიდევ ბევრ ნიუანსს აქვს დიდი მნიშვნელობა, რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან კონსულტაციაზე , სადაც უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს.
ასევე, აქციის ფარგლებში, მამოლოგიურ სკრინინგზე გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !