ჰიპოპლაზია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 22 წლის მაქვს ფარისებრი ჯირკვალი დაპატარავევული (13, 88 სს.ბუბ - მდე ) Anti - TPO მომატებული 650.8 - მდე. მაინტერესებს დაავადება ქრონიკულია თუ არა. მუდმივად მკურნალობა ესაჭიროება თუ შესაძლებელია დაავადების განკურნება ბოლომდე.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას.

„ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავება“, რასაც უშუალოდ ეხება თქვენი შეკითხვა,  ჰიპოპლაზიად იწოდება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას ანუ იმის განსაზღვრას, როგორ მუშაობს ჯირკვალი. ამისთვის იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და თიროქსინის , იგივე ტეტრაიოდთირონინის დონეს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია,  ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად იჩენს თავს, თუმცა უმეტესად ქრონიკული თირეოიდიტის (ფარისებრი ჯირკვლის ანთების) შედეგია. ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ანთება და დაპატარავება. ამაში ბრალი აუტოიმუნური მექანიზმების გააქტიურებას მიუძღვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა უცხო აგენტად აღიქვამს და ებრძვის, ასე ვთქვათ, ინელებს საკუთარ ჯირკვალს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ჯირკვლის ქსოვილს ებრძვიან. აღნიშნულ პროცესთა გამო ჯირკვალში დიფუზური (გავრცობილი) ან ლოკალური (ადგილობრივი) დესტრუქციული ცვლილებები ვითარდება ( ჯირკვლის უჯრედთა განლევა,  დაშლა, კვდომა).

თქვენს შემთხვევაში, დაავადება ქრონიკულია თუ არა, დისტანციურად  ვერ განვსაზღვრავთ.

ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოპლაზიის მიზეზის დადგენა და თანმხლები პროცესების შეფასება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაგვარია, ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა