ვენების ვარიკოზული გაგანიერება

კითხვა: გამარჯობა.ვარ 48 წლის ქალბატონი.სამი შვილის დედა.ერთი თვეა ყოველ ღამე მაქვს სიმხურვალის შეგრძნება ფეხებში.უფრო კოჭებს დაბლა.თითქოს ცეცხლი მიკიდია და ვერ ვიძინებ.ჯანმრთელობის მხრივ არაფერს არ ვუჩივი და მენსტრუაციაც დღემდე მაქვს მოწესრიგებული.არანაირი დარღვევა არ მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი სიმპტომებით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად, მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
ვარიკოზული ვენები და მსუბუქი (ზედაპირული) ვენური წნულები ზოგისთვის თუ მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, ზოგს ისინი ძლიერი ტკივილისა და დისკომფორტის წყაროდ ექცევა. ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.
ვარიკოზის მკურნალობა გულისხმობს კიდურების სპეციფიკურ მოვლას, კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას, რაც ვენის დახურვას ან ამოკვეთას გულისხმობს.
ვენის ვარიკოზული გაგანიერება თავისთავად ტკივილს არ იწვევს, თუმცა ვარიკოზზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
● უსიამოვნო შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
● სიმხურვალე, კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი და კოჭების შეშუპება;
● ტკივილის გამძაფრება დიდხანს ჯდომის ან ფეხზე დგომის შემდეგ.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, მაგალითად, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, რომელიც ჩვენს კლინიკაში, უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატ Toshiba Aplio-500-ზე ტარდება, დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა