მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ მარცხენა მხარეს კანქვეშ კვანძის არსებობას პალპაციით, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ კეთილთვისებიან წარმონაქმნებთან , როგორიცაა ლიპომა ( ათერომა ) რადგან სხვა შემთხვევაში, ხელით გასინჯვისას სხვა ტიპის კვანძის არსებობა შეუძლებელია იგრძნოთ.
ლიპომა ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანსა და კუნთის შრეს შორის მდებარეობს.
ლიპომა არ არის კიბო და ძირითადად უვნებელია. მკურნალობა საჭირო არ არის ხოლმე, მაგრამ თუ პაციენტს იგი აწუხებს, მტკივნეულია ან დიდი ზომისაა, შესაძლებელია ამოკვეთა.
მისი მტკივნეულობა, შესაძლოა გროვის გაზრდითა და გარშემო ნერვებიის კომპრესიით იყოს გამოწვეული ან ლიპომა დიდი რაოდენობით სისხლძარღვს მოიცავდეს.
იგი შესაძლოა მდებარეობდეს კანქვეშ, ძირითადად კისერში, მხრებზე, ზურგზე, წელზე, მუცელზე, ხელებსა და თეძოებზე.
ზუსტი დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათს და შაბათს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. წელზე, დაახლოებით აი თირკმელი სადაც მდებარეობს, მარცხენა მხარეს კანქვეშ მაქვს კვანძი. ნუ ყოველი შემთხვევისთვის როცა ხელს დავადებ ასეთი შეგრძნება მაქვს და ხელს რომ დავაჭერ ცოტათი მტკივა კიდეც და რა შეიძლება იყოს? ან რომელ ექიმს უნდა მივმართო? უკვე ცოტა მეშინია კიდეც . გმადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი: