სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.
ტკივილს სახსრებში იწვევს მთელი რიგი მიზეზები, როგორიცაა სიმსუქნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სახსრების ტრავმა, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები, სახსრის ფუნქციური გადატვირთვა და ოსტეოართროზი.
სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:
დეფორმაცია;
ტკივილი;
სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა.
სახსრების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მედიკამენტურ მკურნალობასთან პარალელურად აუცილებელია ფიზიოთერაპია და ზოგადად ჯანსაღი და შეძლებისდაგვარად აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა. თუმცა უნდა მოვერიდოთ სიმძიმეების აწევას, რეკომენდირებულია ცურვა და სამკურნალო ვარჯიშები. ასევე აუცილებელია სწორი კვება, წონის კორექცია.
საკეისრო კვეთა,რომელიც გაქვთ ჩატარებული , სავარაუდოდ არანაირ კავშირში არ არის თქვენს პრობლემასთან. სწორი დიაგნოზის დასასმელად , უმჯობესია გაიაროთ რევმატოლოგთან კონსულტაცია,რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს.
ჩვენს კლინიკაში სპეციალისტთან ვიზიტის ფასი გახლავთ 50 ლარი. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ტელეფონით 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ხელის თითების ტკივილი სახსრებში 6 თვის წინ გავიკეთე საკეისრო სპინალური გაუტკივარების. შეიძლება მაგას გამოეწვია ან რისი ბრალი უნდა იყოს უფრო ნეკები და მომდევნო თითი
პასუხი: