მოგესალმებით,
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი
ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
რაც შეეხება ზურგის ტკივილს და კიდურების დაბუჟებას, ვფიქრობთ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ხერხემლის პათოლოგიას. ზოგადად, ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის: ინფექციები, ტრავმები, სიმსივნეები, სპონდილიტი, სკოლიოზი.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !