ახალშობილი

კითხვა: გამარჯოობა.. ბავშვი არის 10 დღის, ცხვირში ახრუტუნებს ისე რომ გეგონება სურდო აქვს, იცის თუ არა ახალშობილმა ესე? და კიდევ მაინტერესებს, რო ჭამს საჭმელს ძუძუს მიირთმევს ჯერ და მერე ხელოვნურს ამის შემდეგ ღებინების შეგრძნება აქვს, არის მომენტი ნახევარი საათის მერეც აქვს შეგრძნება.. რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით!
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვი ახალშობილია, ხრუტუნი ექნება ცოტა ხანს სანამ დაეწმინდება ზედა სასუნთქი გზები. ეს არ არის გაციება, მათ ცხვირი და ყელ-ყური აქვთ ერთ დონეზე და კვებისას გადასდით ცხვირისკენ და ყურისკენ, შეიძლება ხანდახან ცხვირიდანაც გამოუვიდეს თუ ზედმეტად გადაცდა, მიზეზი შესაძლებელია იყოს, საწოვარას დიდი დვრილი, ან ძუძუთი კვებისას სწრაფ-სწრაფად წოვა რასაც ამ ასაკში ასეთივე სწრაფი ტემპით ყლაპვა არ ახლავს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა