მოგესალმებით,
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი
ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
რაც შეეხება ნაღველს, ხალის წარმოქმნასთან კავშირს ვერ ვხედავთ, თუმცა ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების არსებობამ (ქოლედოქოლითიაზი) შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები , რაც საჭიროებს სათანადო მკურნალობას. არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს.
ხალი - ეს არის კანზე არსებული პიგმენტური ლაქა, რომელიც ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ან სიცოცხლის განმავლობაში უჩნდება. მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი.
ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან, მომრგვალო ფორმისა, ყავისფერი. შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ის შეიძლება მელანომაში გადაიზარდოს, პრევენციის მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღეები ქირურგთანაც, რომელიც დაგეხმარებათ ნაღველკენჭოვანი დაავადების მართვაში.
ონკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, ხოლო ქირურგთან - ხუთშაბათი და შაბათი.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით!მინდა გკითხოდ, სხეულზე მაქვს ბევრი წითელი ხალი,ზოგი კანქვეშ არის,ზოგიერთი ჩვეულებრივი ხალივით,მხოლოდ წითელი ფერის.რა არის მიზეზი?რაიმე ცუდი მჭირს?ისედაც ვეგეტო ნერვოზი მაქვს, ხშირად ვიკვიატებ რაღაცას,ეს ხალები მაშინებს.წავიკითხე,რომ ღვიძლის ან პანკრეასის ბრალია,გავიკეთე ეხოსკოპია და იქ ნორმაშია ორივე ორგანო,გარდა ნაღვლის ბუშტისა,მაქვს კენჭი,ერთი მხოლოდ 10მმ, შეიძლება კენჭის ბრალი იყოს? ვიზუალურადაც მაწუხებს,და მაშინებს ის,რომ ახლებიც ჩნდება.მადლობა წინასწარ!
პასუხი: