მოგესალმებით!
როგორც აღნიშნავთ, ლოგინიდან წამოდგომისას გეხვევათ თავბრუ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს წამოდგომის მომენტში არტერიული წნევის დაქვეითება. ეს კი შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას.
ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც). ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან გვაცილებს დეჰიდრატაციას. იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის – დაუმუშავებელი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი.
დილით საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე.
პრევენციის მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაქვს თავბრუს ხვევა საწოლიდან რომ ავდგები ხოლმე თან ერთვის გულის რევის შეგრძნება,მაინტერესებს საშიშია თუ არა,არც თუ ისე ხშირად მემართება
პასუხი: