მოგესალმებით,
წინა შეტყობინებაში შეძლებისდაგვარად მოგაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, პერიოდული დაავადების შესახებ, შევეცდებით ცოტა რამ კიდევ დავამატოთ.
აუტოიმუნური დაავადება, იგივე ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება(FMF), მემკვიდრეობითი ანთებითი პათოლოგიაა, რომელიც გამოწვეულია გენის მუტაციის შედეგად.
დაავადების გავრცელებული სიმპტომებია თირკმლების გათიშვა, სისხლდენა , ინსომნია, ანჰედონია (სიამოვნების განცდა არ შეუძლიათ, დოპამინის რეცეპტორების ბლოკადის გამო), ცუდ ხასიათზე ყოფნა, სომნამბულიზმი( ძილში სიარული), ხოლო ზოგჯერ ვითარდება ლაქტოზაზე ალერგია.
გართულებები შესაძლოა წარმოდგინდეს, თირკმლის უკმარისობით. პ
აციენტთა დიდ ნაწილში ვითარდება ამილოიდოზი, ანომალური ცილების დეპოზიციით უპერატესად თირკმელში, გულში,ელენთაში,კუჭ–ნაწლავის ტრაქტში და ფარისებრ ჯირკვალში.
კონკრეტულად რომელიმე ქვეყანაში მიმდინარე ზუსტ მკურნალობაზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა ზოგადად FMF დაავადების ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის საფრანგეთშიც, ესაა კოლხიცინი რაც უკვე დანიშნული აქვს პაციენტს, ხოლო შეტევების დროს გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (დიკლოფენაკი), ასევე Т – უჯრედების აქტივაციის ინჰიბიტორი ( ინტერლეიკინი – 2 და ინტერლეიკინი – 15) .
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, რადგან ამ ეტაპისთვის პაციენტს აქვს დანიშნული დაავადების ადექვატური მკურნალობა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით! მაინტერესებს, რა ინფორმაციას ფლობთ საფრანგეთში პერიოდულ დაავადების მკურნალობაზე?უღრმესი მადლობა პასუხისათვის...ვიცი, რომ თქვენი ყველა ინფორმაცია სიმართლეა, ძალიან მეიმედებით...დამეხმარეთ,იქნებ რამე ინფორმაცია მომაწოდოთ....
პასუხი: