მოგესალმებით,ვარიკოცელე მამაკაცებს შორის მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არაერთ უსიამოვნო შედეგს იწვევს. ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა, თუ სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმაში არ არის, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევა. სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის შედეგად, თერმორეგულაციის დარღვევა მათი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, მათი მოძრაობა და მორფოლოგია უარესდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია აუტოიმუნური ანთება - იმუნური ფაქტორი სათესლე ჯირკვლებამდე აღწევს (ვინაიდან ვარიკოზულად გაფართოებული ვენის კედელი კარგავს ბარიერულ ფუნქციას) და მას უცხო ქსოვილად აღიქვამს. ყველაზე უარესი ის არის, რომ გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ სათესლეზეც მოქმედებენ და მის ანთებასაც იწვევენ.
ვარიკოცელეს უსიმპტომო ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ზოგიერთი ამ დაავადებას მთელი ცხოვრება ატარებს, ჰყავს შვილები. ვარიკოცელე იშვიათად განიცდის პროგრესირებას, თუმცა ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკში თავს იჩენს სათესლე ჯირკვლების ტკივილი, რომელიც სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს, გაცნობებთ რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს ვარიკოცელე მამაკაცის სპერმის აქტიურობას ხელს შეუშლის თუ არა?
პასუხი: