კარდიოფობია

კითხვა: მოგესალმებით,გთხოვთ დამეხმაროთ,ვარ 43 წლის,ბოლო 8 თვის განმავლობაში ყოველდღე ვარ ცუდად,მიჩქარდება გული,წნევა 160-120ზე ადის,და მეწყება კანკალი,შინაგანი ფორიაქი და შიში რომ ვერავინ მიშველის,ვიყავი ნევროპათოლოგთან,ნევროზიაო და დამინიშნა ანტიდეპრესანტი,espa100.მაგრამ არანაირი შედეგი არაა,ყოველდღე ერთნაირად ვარ, ვის მივმართო არ ვიცი,ვარ სოც,დაუცველი,
პასუხი:

მოგესალმებით, 

როგორც მოგვითხრობთ, საქმე ეხება კარდიფობიას, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.

გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.

ხშირად აღენიშნება გულის ფრიალი, ოფლიანობა, ასევე ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით: ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ტკივილი მუცელში, შებერილობა, ფაღარათი, ხველა, ტკივილი კიდურებში, მოუსვენრობა, შფოთვა, შიში.

იმისთვის,  რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, რისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი კარდიოლოგიური კვლევა.

შემოგთავაზებთ,  აქციას  გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ასევე აუცილებელია,  ჰორმონული სტატუსის დადგენა,  ფარისებრი და სასქესო ჰორმონების გამოკვლევა.

ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე , ხოლო  გინეკოლოგთან გვაქვს  უფასო კონსულტაციები, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა