საშვილოსნოს ყელის კიბო

კითხვა: გამარჯობა. დედას აღმოაჩნდა საშვილოსნოს ყელის კიბო. 2ა სტადია. ოპერაცია გაიკეთა. ამოიკვეთა ლიმფური ჯირკვლებიც. მეტასტაზი არ იყო არსად წასული. მხოლოდ ყელში. მაინტერესებს პროგნოზი რამდენად კეთილსაიმედოა? შესაძლებელია სრულად განკურნება? ექიმი ამბობს 5 წელი გარანტიას. აი ეს ვერ გავიგე.
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ყელის კიბო დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის უჯრედების გადაგვარებისა და უწესრიგო, უკონტროლო გამრავლების შედეგად. იგი დღეს, მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა.
დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორებად და, გარკვეულწილად, მიზეზებადაც მიიჩნევენ:
● ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ზოგიერთ სახეობას (გენოტიპს)
● ჰერპესის ვირუსს;
● არანამკურნალებ ფონურ დაავადებებს;
● 55 წელზე უფროს ასაკს;
● ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს;
● თამბაქოს წევას.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტს ოპერაციული მკურნალობა უკვე ჩაუტარდა, შემდგომ უმნიშვნელოვანესია პროფილაქტიკური გასინჯვა რეგულარულად, ყოველ 6-12 თვეში, ჩვენების მიხედვით, ასევე კომბინირებული მკურნალობა: ქირურგიული და შერწყმული სხივური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში ქიმიოთერაპია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი არ არის განაჩენი. საწყის ეტაპებზე დაავადება განკურნებადია, მაგრამ ეს საკუთარი ჯანმრთელობის გონივრულ მართვას მოითხოვს.
ჩვენს კლინიკაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“ იგივე ტუმორბორდის ( Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი, რადიოლოგი და სხვ .
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად .
ჩვენთვის უცნობია სად იტარებთ თქვენ მკურნალობას და რა პრინციპით იქნა არჩეული მკურნალობის მეთოდი თქვენს შემთხვევაში .
შესაბამისად , შეუძლებელია განისაზღვროს მკურნალობის პერსპექტივები ან ალტერნატიული მეთოდები .
აქედან გამომდინარე, არსებობს ორი გზა. ერთ შემთხვევაში თქვენ უნდა ენდოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიყვეთ მის რჩევებს, მეორე შემთხვევაში კი , განსხვავებული აზრის მოსასმენად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კლინიკურ ონკოლოგთან ( ექიმები ირინა ხუბუა ,ნატა მურუსიძე ) და გააცნოთ დედის დაავადების ისტორია : ანამნეზი, კვლევების პასუხები და დანიშნული მკურნალობა ,რომელიც განხილული იქნება ჩვენთან არსებული „ტუმორბორდის“ შეკრებაზე .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა