უნაგირა საშვილოსნო - გინეკოლოგია

კითხვა: უნაგირა საშვილოსნოს რა შემთხვევაში არ არის ფეხმძიმობა განვითარების ხელის შემშლელი?
პასუხი:

მოგესალმებით,
უნაგირა საშვილოსნო არის საშვილოსნოს განვითარების ერთ–ერთი სახეობა.
ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს.
თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება. უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის.
სასურველია, ასეთ დროს ორსულობის დაგეგმარება და მართვა ხდებოდეს მეან-გინეკოლოგის დაკვირვებით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებლად მოგემსახურებიან თქვენი სურვილის შესაბამისად.
კლინიკაში არის ძალიან თბილი გარემო და გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა