ჰისტერექტომია - გინეკოლოგია

კითხვა: მაინტერესებს საშვილოსნოს ამოღება ლაპარასკოპიით თუ კეთდება და რა ღირს??
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ამოკვეთის, იგივე ჰისტერექტომიის, ქირურგიულ ჩარევას განასხვავებენ დასახული მიზნის, ხასიათის, მოცულობის მიხედვით, სხვადასხვა ოპერაციული მიდგომით, მეთოდით, გამოსვლით და ინვაზიის სიმძიმის ხარისხით.
ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია ნაკლებად ინვაზიური მიდგომის მეთოდია და წარმოადგენს აბდომინალური ლაპაროტომიის ჩარევის ალტერნატივას. მუცლის წინა კედელზე კეთდება 4 მცირე ზომის განაკვეთი მუცლის ღრუში შეჰყავთ სამანიპულაციო ინსტრუმენტები და ვიზუალიზების მოწყობილობა ოპტიკური კამერით, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია.
დიახ, ჩვენს კლინიკაში ტარდება აღნიშნული ოპერაციული მკურნალობა.
თანხები, რასაკვირველია განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, ამიტომ ზუსტ ღირებულებას დისტანციურად ვერ მოგახსენებთ.
თუმცა, ლაპარასკოპიული ჰისტერექტომიის ღირებულებება ვარირებს 2200 ლარიდან ზემოთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ–გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა