მოგესალმებით,
ზოგადად, თვალის ტკვილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით გამოვლინდეს . მათ შორისაა – თვალის სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებები, დაღლილობა, თვალის მამოძრავებელი ნერვის, საძილე არტერიისა და მისი ტოტების დაზიანება და ა.შ.
ყველაზე ხშირად თვალის ტკივილს თვალის კუნთების გადაღლა, კონტაქტური ლინზებით კაკლის დაზიანება, არასწორად შერჩეული სათვალე იწვევს.
თვალის ტკივილი სხვადასხვანაირია: საკმაოდ ძლიერიც შეიძლება იყოს და მხოლოდ სიმძიმის ან მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებითაც გამოიხატებოდეს. თვალის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
● ალერგიამ;
● ქუთუთოების ანთებამ;;
● საცრემლე სადინარის დახშობამ
● ქალაზიონმა;;
● რქოვანას ცვეთამ;
● გლაუკომამ;;
● თვალის ფერადი გარსის ანთებამ;
● კონიუნქტივიტმა და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, თუ რა იწვევს მხოლოდ ერთი თვალის ტკივილს, რთული სათქმელია, აუცილებელია ინსტრუმენტულად მოხდეს თვალის გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ბოლო,რამოდენიმე კვირაა დამეწყო თვალის ტკივილი(კონკრეტულად: მარცხენა თვალის)რა შეიძლება იყოს? და ვის მივმართო?
პასუხი: