მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი და არაპროფესიულია, თუმცა, როგორც მოგვითხრობთ ბრძანდებით მძღოლი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს იშიაზს, რომელიც საჯდომი ნერვის ანთებაა.
საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
ასევე შესაძლებელია ტკივილს იწვევდეს რადიკულოპათია, რომელიც ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
დუნდულას არეში ტკივილს ქვედა კიდურის სახსრების დაზიანებაც, იწვევს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლების შემდეგ, დასვამს ტკივილის გამომწვევ ზუსტ დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. ვარ მძღოლი. 55 წლის. ერთი თვის წინ დამეწყო მარცხენა ფეხის ტკივილი, დუნდულის მიდამოში მტკივა ძვალი და ქუსლი. მიჭირს ადგომა დაჯდომა.გთხოვთ მირჩიოთ რამე. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: