მოგესალმებით,
ყურის ტკივილი იგივე ოტალგია არის ყურიდან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც არღვევს ჩვეულ აქტივობას ან ძილს .
განარჩევენ პირველად და მეორად ოტალგიას .
როდესაც ყურის ტკივილის მიზეზი საკუთრივ ყურია (პირველადი ოტალგია), მაშინ როგორც წესი, ყურის დათვალიერებით ვლინდება პათოლოგია. ხოლო როდესაც ტკივილის მიზეზი ყური არ არის (მეორადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიური სურათი ნორმალურია. პირველადი ოტალგიის მიზეზი, ჩვეულებრივ, ოტოსკოპიით იოლად დგინდება. აღნიშნავენ, რომ ყურის ტკივილის შემთხვევათა 50%-ში მეორადია, ხოლო, თავის მხრივ, მეორადი ოტალგიების 50% სტომატოლოგიური პრობლემებითაა გამოწვეული. პირველადი ოტალგიის მიზეზები:
1.შუა ოტიტი 2. გარეთა ოტიტი 3. უცხო სხეული 4. ბაროტრავმა .
მეორადი ოტალგიის მიზეზები: 1.საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის სინდრომი 2. სტომატოლოგიური მიზეზები (მაგ: კარიესი, პერიდონტალური აბსცესი, პულპიტი) 3. ფარინგიტი ან ტონზილიტი 4. ხერხემლის კისრის ნაწილის ართრიტი 5. იდიოპათიური.
ყურის ტკივილის დიფერენციული დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, ფიზიკური გასინჯვისა და ოტოსკოპიის მონაცემებს. ანამნეზური მონაცემებიდან საყურადღებოა:
1. პაციენტის ასაკი
2. ტკივილის ლოკალიზაცია
3. ტკივილის ირადიაცია
4. ტკივილის ინტენსივობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტკივილის ინტენსივობა არ მიანიშნებს პროცესის სერიოზულობას. მაგ, სიმსივნით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი, მაშინ როდესაც კბილების კარიესით ან შუა ყურის ანთებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი.
5. რა აძლიერებს ტკივილს (მაგ: ღეჭვითი მოძრაობა) 6. თანაარსებული სიმპტომები (ყურისმიერი ან სისტემური): ყურისმიერ თაანარსებულ სიმპტომებს მიეკუთვნება: გამონადენი ყურიდან, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა.
7. კიბოს რისკ-ფაქტორების არსებობა
რაც შეეხება ნეკნთაშუა ტკივილს, სავარაუდოდ საქმე ეხება ნევრალგიას. ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ტკივილის სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმატული ხასიათის.
გირჩევთ , მობრძანდეთ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. ნევრალგიის მკურნალობის მიზნით დაგჭირდებათ ნევროლოგთან ვიზიტი. აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!