მოგესალმებით,თქვენ სავარაუდოდ გაქვთ მომატებული პროლაქტინი, სწორედ ამიტომ დაგენიშნათ დოსტინექსი, შესაძლებელია რომ სწორედ პროლაქტინი იყოს მიზეზი ციკლის არევისა. პროლაქტინი ჰიპოფიზის ჰორმონია. ჰიპოფიზი არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც ადამიანის თავის ტვინშია მოთავსებული. ის ჰორმონებს უშუალოდ სისხლში გამოყოფს, დოსტინექსი ხელს უწყობს დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს. ექიმი პერიოდულად ლაბორატორიული კვლევით ამოწმებს პროლაქტინის შემცველობას სისხლში, რათა მკურნალობის ეფექტიანობა განსაზღვროს. დოსტინექსი ციკლს არევას არ იწვევს, პირიქით ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეულ მენსტრუალური დარღვევის დროს იხმარება.
გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდროკინოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი შეკრებს თქვენს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებითი კვლევები და დაგენიშნებათ მკურნალობა. ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მედიკამენტო დოსტინექსი იწვევს თუ არა ციკლის არევას?
პასუხი: