ცეფტრიაქსონი

კითხვა: ვთქვათ პაციენტმა გაიკეთა ოპერაცია და პროფილაქტიკისათვის იკეთა 1 კვირა ვანცეფი( ცეფტრიაქსონი 3 თაობა) და სიცხეების/ინფექციის გამო მომდევნო 1 კვირა როქსიპიმი( ცეფტრიაქსონი 4 თაობა) ხოდა ამ ბოლო ანტიბიოტიკიდან გავიდა ვთქვათ 2-3 თვე და პაციენტს სურვილი აქვს ესთეტიური ოპერაციის გაკეთების. მაგალითად მესამე ჯგუფის ცეფტრიაქსონი ( ვანცეფი, როცეფინი ან რომელიმე ქართული ნაწარმი) გამოდგება პროფილაქტიკისათვის პოსტ ოპერაციულად? მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ცეფტრიაქსონის პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია განვითარდეს ენცეფალოპათიური მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ამიტომ როგორც პოსტ, ისე პრეოპერაციულ პერიოდში, ინიშნება მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტის მიერ.ზოგადად ,ერთი და იგივე ანტიბიოტიკის გამოყენება ,განმეორებით ,ამდენი დროის გასვლის შემდეგ ,სათანადო ჩვენების შემთხვევაში ,შესაძლებელია ,თუმცა ეს უნდა გადაწყვიტოს მკურნალმა ექიმმა .
თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მკურნალობას და მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით< გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა