სპინალური გაუტკივარება, ვიზიტი ნევროლოგთან

კითხვა: გამარჯოა, ოთხი თვის წინ გავიკეთე აპინალური გაუტკივარება მშობიარობაზე მაქვს საშინელი ტკივილები ხერხემლის რომელიც გადადის მთლიან წელზე თითქოს დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება რაც გადადის მთლიან წელზე, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ასე უნდა იყოს რამდენ ხანს უნდა მაწუხებდეს ან ვის მივმართო? მაქვს ძლიერი თავბრუსხვევები შეიძლება ეს ამას უკავშირდებოდეეს? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სპინალური გაუტკივარება წარმატებით გამოიყენება საკეისრო კვეთის დროს.
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
თუმცა ცხადია ,დისტანციურად კატეგორიული მსჯელობა დაუშვებელია და საჭიროა გარკვეული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.
წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია,მათ შორისაა ხერხემლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური პრობლემები, რადიკულოპათია და ა.შ.
საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ასევე გვაქვს გინეკოლოგიური აქციებიც, მაგალითად:
სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებზე 75 ლარად 191 ლარის ნაცვლად:
• გინეკოლოგის კონსულტაცია
• საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
• მცირე მენჯის გამოკვლევა უახლესი ექოსკოპიური აპარატით
• კოლპოსკოპია
• პაპ–ტესტი
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს, ხოლო ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა