გასტრიტი

კითხვა: გამარჯობა! გასტრიტის დროს თაფლის ჭამა შეიძლება?
პასუხი:

მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. გასტრიტი არსებობს მომატებული მჟავიანობით და დაქვეითებული მჟავიანობით.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეიძლება თუ არა გასტრიტის დროს თაფლის მირთმევა, ამაზე უმჯობესია მკურნალმა ექიმმა გაგცეთ პასუხი ,მას შემდეგ რაც ის კარგად გაერკვევა თქვენი დაავადების არსში .
ზოგადად , თაფლი ხელს უწყობს კუჭში არსებული ლორწოს გათხევადებას, რითაც დადებითად მოქმედებს ლორწოვან გარსზე, ხსნის ტკივილს, გულძმარვასა და გულისრევას, აქვეითებს ნერვულ აგზნებადობას, აუმჯობესებს ძ ილს და ამაღლებს განწყობას.
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს იყენებენ თაფლით მკურნალობასაც და ამ დროს თაფლის სამკურნალო დოზა ასეთია:
● დილით - 30-60 გ;
● სადილობამდე - 40-80 გ;
● საღამოს - 30-60 გ.
სასურველია მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტრნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს, გასტრიტის დროს სწორი კვების რაციონთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა