ტრემორი

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ეგრეთწოდებული ,,ტრემორი" ხელების, უკვე რამდენი წელია, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამიმძაფრდა, მიკანკალებს ხელები, ერთი წლის წინ გავიკეთე ყველანაირი გამოკვლევა რაც შეიძლებოდა ამის მიზეზი ყოფილიყო,მაგრამ შედეგზე ვერ გავედი, MRI - იცი კი გადავიღე თავზე კონტრასტირებით,ჩიყვი გამორიცხულია, გულიც, ნევროზულიც არ არის ,არც ვეწევი, ალკოჰოლსაც არ ვიღებ, მიზეზი ვერ დავადგინე და შესაბამისად ვერც ვიმკურნალე. იქნებ მირჩიოთ კონკრეტული გამოკვლევა,ან სად მივიდე, რომელ ექიმთან ,რომ დავადგინო მიზეზი . დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ტრემორი ნერვული სისტემის დაავადებაა (ნევროლოგიური დაავადება), რომელიც იწვევს რითმულ კანკალს. ესენციური ტრემორი სხეულის თითქმის ყველა ნაწილს აზიანებს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ცდილობს მარტივი დავალების შესრულებას, როგორიცაა ჭიქიდან წყლის დალევა, თასმების შეკვრა ან წერა. ესენციური ტრემორი ასევე მოქმედებს თავზე, ხმაზე, მკლავებსა და ქვედა კიდურებზე.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საშიში არ არის, ესენციური ტრემორი უარესდება დროთა განმავლობაში და ზოგიერთ პაციენტში მძიმე ფორმას იღებს. მდგომარეობა არ არის გამოწვეული სხვა დაავადებით, თუმცა მას ხშირად ურევენ პარკინსონის დაავადებაში. ესენციური ტრემორი ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა ყველაზე ხშირად 40 წელს ზემოთ გვხვდება.
ესენციური ტრემორის შემთხვევების ნახევარი განპირობებულია გენეტიკური მუტაციით. გენეტიკური მუტაციის არმქონე პაციენტებში ესენციური ტრემორის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ტრემორს, წესისამებრ, თავის ტვინის იმ ნაწილების დაზიანება განაპირობებს, რომლებიც სხეულის გარკვეული ნაწილის (მაგალითად, ხელის) კუნთების ინერვაციაზეა პასუხისმგებელი.
ესენციური ტრემორის დასადგენად სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, დიაგნოზს, წესისამებრ, ტრემორის გამომწვევი სხვა მიზეზების გამორიცხვის შემდეგ სვამენ.
დისტანციურად მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი გაგსინჯავთ და ნევროლოგიურ ფუნქციებს შეგიმოწმებთ, რეფლექსებს, კუნთოვან ტონუსსა და ძალას, სხვადასხვა ტიპის მგრძნობელობას, პოზას, კოორდინაციასა და სიარულს დააკვირდება, ელექტრომიოგრამის საშუალებით კი კუნთებისა და ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას ვარკვევთ.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა