რეფლუქს–ეზოფაგიტი

კითხვა: გამარჯობა,ერთი წელია მაწუხებს რეფლუქს ეზოფაგიტი კარდიას უკმარისობა კუჭის ნაღველში მაქ ნალექი თავი მოხრილი,დავიტანჯე მის მერე მაქ უჰაერობა გული მიჩქარდება შფოთვა ახლა ვსვამ ლოუდეპს ,ვიმკურნალე მაგრამ ისწვ მაწუხებს რას მირჩევთ დიეტას ვერ ვიცავ ,ჩიყვი არ მაქვს მა
პასუხი:

მოგესალმებით,
ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთებაა. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს .შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად – ე. წ. რეფლუქს – ეზოფაგიტი ან პეპტიკური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად.წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს კარდიის შეფარდებით ანუ ფუნქციურ უკმარისობას, სპასტიკური შეკუმშვისა და კუჭის ჰიპერტონუსის გამო.რეფლუქს – ეზოფაგიტის მკურნალობა ტარდება კონსერვატიულად. კუჭ – საყლაპავის რეფლუქსის მოსახსნელად იკრძალება სხეულის დახრასთან და მუცლის პრესის დაჭიმვასთან დაკავშირებული ფიზიკური მუშაობა; . რეკომენდებულია ძილი ნახევრად აწეული სხეულით. მედიკამენტებიდან ინიშნება შემკვრელი და ანტაციდური პრეპარატები. მკვეთრად გამოხატული თანმხლები ეზოფაგოსპაზმის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები.სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის და სათანადო მურნალობის დანიშვნის მიზნით , შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას .

გვაქვს ფასდაკლება სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე . 90 ლარად ჩაიტარებთ კვლევას და გაივლით კონსულტაციას ქირურგთან ,გასტროენტეროლოგთან.

ასევე გვაქვს ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე ხუთშაბათს და შაბათს.აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა